суббота, 13 декабря 2008 г.

gearnis sacdeli proeqti


1. პროექტის სახელწოდება: ჩხოროწყუ.
2. პროექტის მოკლე აწერა: ჩხოროწყუს რაიონი ერთ-ერთი ეკოლოგიურად სუფთა რაიონია მთელს საქართველოში (მდიდარი ფლორა, ფაუნა, ბუნებრივი რესურსები, საუკეთესო კლიმატური პირობები). შეიძლება ხალხის ყურადღება ამ მხარისაკენ მივაპყროთ, რითაც ხელი შეეწყობა ამ რაიონში ტურიზმის განვითარებას.
3. პროექტის სრული აღწერა: საქართველოში უამრავი საინტერესო ადგილია. ჩხოროწყუს რაიონი ნაკლებად ცნობილია ფართო მასისთვის. ეს პროექტი ითვალისწინებს ჩხოროწყუს რაიონის შესწავლას, მასზე ყველანაირი ინფორმაციების შეგროვებას და იქ არსებული სასარგებლო რესურსების გამოყენებას. მოსწავლეები დაგეგმავენ ექსპედიციებს ამ რაიონში, ბუნებრივი პირობებისა (დაახასიათებენ იქაურ ჰაერს, შეაგროვებენ ინფორმაციებს იქაური ფლორა-ფაუნის შესახებ, ჩაატარებენ კვლევებს იმ მხარეში არსებული სამკურნალო წყლების შესახებ) და მცხოვრებთა ტრადიციების შესასწავლად. შექმნიან ფოტოალბომებს, რუკებს. რაიონის ეკონომიკაში პროგრესული წინსვლის მიზნით შეისწავლიან არსებულ რესურსებს. გააცნობიერებენ იმ კუთხის კულტურას, როგორც ცვლილებებისა და განვითარების მუდმივმოქმედ პროცესს. აღწერენ იმ კუთხის ისტორიას, მნიშვნელოვან მოვლენებს და დღევანდელი გადასახედიდან შეაფასებენ იმ ეპოქის ფასეულობებს. ისინი ამ მხარის მაგალითზე განიხილავენ ბუნების დაცვისა და ზოგადად მდგრადი განვითარების პრობლემებს და გააცნობიერებენ თუ რა დიდი წვლილის შეტანა შეუძლია თითოეულ ადამიანს გარემოს გაჯანსაღებაში, მისი მდგრადობის შენარჩუნებაში. გააკეთებენ კვლევებს და შექმნიან წერილობით და ვიზუალურ ნამუშევრებს.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 16-17წლ./მე-11 და მე-12 კლასები.
5. ვადები/ხანგრძლივობა: 2009 წლის ნოემბერი–2010 წლის ივლისი
6. პროექტის შესაძლო აქტივობები: ჩხოროწყუს რაიონის ისტორია, ადგილმდებარეობა, ბუნენებრივი რესურსები.
7. მოსალოდნელი შედეგები: შექმნილი ბლოგი, ტურისტები ჩხოროწყუს რაიონში, ექნებათ მეტი ცოდნა და ინფორმაცია ამ რაიონის შესახებ.
8. სარგებელი სხვებისთვის: გაიცნობს ამ რაიონს, ბევრი ადამიანი დაისვენებს და გაიჯანსაღებს სხეულს, რაიონის მცხოვრებლებს გაუჩნდებათ დამატებითი შემოსავლის წყარო, გაჩნდება მეტი სამუშაო ადგილი.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტ: იყენებს ისტ საშუალებებს სხვებთან თანამშრომლობისათვის. ეროვნულ რესურსებს ელ. ფორმატში ამუშავებს, შექმნის და გამოსცემს, გავრცელების მიზნით.
ბიოლოგია-ქიმია: უყალიბდება დამოკიდებულება საკუთარი გარემოსადმი, მსჯელობს და ატარებს კვლევებს სამკურნალო წყლებზე.
ეკოლოგია: იკვლევს ეკოლოგიური ფაქტორების ზეგავლენას ეკოსისტემის ფორმირებაზე.
გეოგრაფია: ჩაატარებს გეოგრაფიულ კვლევებს, შეადგენს რუკებს, დაადგენს კოორდინატებს და დაახასიათებს ამ სამხარეო ერთეულს.
ისტორია: აღწერს ისტორიულ მოვლენებს და შეაფასებს წერილობით თუ ვიზუალურ ნამუშევრებში.
კულტურა: სწავლობს მცხოვრებთა ტრადიციებს და სოციალურ მდგომარეობას.
სტატისტიკა-დემოგრაფია: ირჩევს და იყენებს მონაცემთა შეგროვების შესაფერის საშუალებებს.

11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

ჩხოროწყუს მე–2 საჯარო სკოლა

ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის საჯარო სკოლა

ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურის საჯარო სკოლა

ჩხოროწყუს რაიონის მეორე კირცხის საჯარო სკოლა
თბილისის 89-ე საჯარო სკოლა

თბილისის 52-ე საჯარო სკოლა

12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ნინო წურწუმია
13. ელ.ფოსტა: nink.burdaa@gmail.com
14. პროექტის ფორუმი:http://foro.iearn.org/webx/.1eb04830#
15. პროექტის ვებ-გვერდი:http://chxorocku.blogspot.com